სიკვდილის გამყიდველები - დახურული სისტემიდან ნარკოტიკების დამტარებელთა ვინაობამ გამოჟონა
დახურული სისტემიდან ნარკოტიკების დამტარებელთა პასპორტებმა, ფოტოებმა და მისამართებმა გამოჟონა - ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ფულის სანაცვლოდ მისამართზე სიკვდილი მიაქვთ?!
27 წლის კაცი, ე.წ. „დამდები“ ახლა გაქცეულია, ის იმ დღის შემდეგ აღარ უნახავთ რაც, ნარკორეალიზატორი გაუბრაზდა და ტელეგრამაში მისი მისი წინააღმდეგ ფოტო და ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა.
მსხვილმა ნარკორეალიზატორებმა, ვისაც სადარბაზოებში, სკვერებში და სასაფლაოებზე ნარკოტიკის მისატანად, კურიერების მთელი სქემა ჰქონდათ აწყობილი, მათივე კურიერების მონაცემები ღია სივრცეში გამოფინეს და ნადირობა გამოაცხადეს. ახლა, მსხვილი რეალიზატორები მზად არიან, წამლების დამდებების დასჯაში ფულიც კი გადაიხადონ რადგან ამტკიცებენ, რომ კურიერმა წამალი მოიპარეს.
ამ დროისთვის გამოჟონილია 400-მდე, ნარკოტიკის დამტარებლის, პირადი მონაცემები, ფოტოები და პასპორტის ასლები, მათ შორის არიან დიასახლისი, პენსიონერი,სტუდენტი , მცხობელი, ფოსტის კურიერი, იურისტი და ექიმიც კი. საქართველოში ნარკოტიკების ე.წ. ონლაინ გასაღების სქემაში ჩართულია ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანი, მათ შორის არიან რუსეთის და საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სიკვდილი გამოძახებით - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი