ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე - ,,ლელო"
„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას გადადგომას, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა.
თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, იმიტომ რომ ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული წლის ოქტომბერში, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა. ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იქნას არჩეული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც შეძლებს წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ ამ არჩევნებმა მოგვცეს რეალური შედეგი და არ მოხდეს ადამიანების ხმების მიტაცება. საჭიროა, შერჩეული იქნას კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს სათანადო რეპუტაციაც, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.