მთავარია, ,,ოცნებამ" გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიუკერძოებელი პირი იქნას არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარედ - გიგაური
მთავარია, მმართველმა პარტიამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიუკერძოებელი პირი იქნას არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, განაცხადა, რითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
იმის გამო, რომ ბევრი კითხვა არსებობდა ცესკო-ს მუშაობასთან დაკავშირებით, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, უკეთესი იქნებოდა, თუკი იგი არ იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მით უმეტეს მაშინ, როცა ტარდება საარჩევნო რეფორმა და ამ საარჩევნო რეფორმის დროს ბევრი პოზიტიური ცვლილება იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას", რომ მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი დაინიშნოს ამ თანამდებობაზე. სხვა შემთხვევაში ჟვანია წავიდოდა თუ დარჩებოდა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა- აცხადებს გიგაური.