სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები - კობახიძის სოლიდარობა ჟვანიას

30.06.21 15:49
სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები - კობახიძის სოლიდარობა ჟვანიას

ირაკლი კობახიძის მადლობა თამარ ჟვანიას - პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ "პარტიებს არ ეყოთ კაცური ღირსება და ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში ეთქვათ":

ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. 
ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 
10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხად"- წერს კობახიძე. 

თამარ ჟვანია დღეს გადადგა. ის პოსტიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წლით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა, არადა ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა.