ჩვენზე პოლიციის თანდასწრებით იძალადეს, მათ არაფერი მოუმოქმედებიათ - ნინი ელიკაშვილი

30.06.21 18:20
ჩვენზე პოლიციის თანდასწრებით იძალადეს, მათ არაფერი მოუმოქმედებიათ - ნინი ელიკაშვილი

"ტვ პირველის" რეპორტიორი, ნინო ელიკაშვილი, ამბობს, რომ მასზე და ჩვენი არხის ოპერატორზე პოლიციის თანდასწრებით იძალადეს, თუმცა სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ. 

მეტიც, ჟურნალისტს უთხრეს, რომ მოძალადე გოჩა აფრასიძეს, მხოლოდ მისი ჩვენების შემდეგ დაიბარებდნენ გამოკითხვაზე. 

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, დააზიანა ტელევიზიის კუთვნილი ინვენტარი. გვემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით,  ჩვენი კომპანიის მძღოლს ავტომობილის დაზიანებით ემუქრებოდა. ამ ყველაფერს სოფლის გამგებელი, გიორგი აფრასიძე უყურებდა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, ბიძამისის საქციელს ამართლებდა. გოჩა აფრასიძე დაუპირისპირდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ჩვენს დაცვას ცდილობდა. 

ჩვენზე ანგარიშსწორებას აფრასიძესთან ერთად, მისი ოჯახის წევრებიც ცდილობდნენ. საგულისხმოა ის, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. პოლიციამ გვითხრა, რომ აფრასიძეს გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარებენ, რაც ჩვენ ჩვენებას მივცემთ"- აცხადებს ნინი ელიკაშვილი. 

წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.  

მსგავსი სიახლეები