ვგმობთ ტვ პირველის ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობას - ,,ენმ"-ს განცხადება

30.06.21 19:53
ვგმობთ ტვ პირველის ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობას - ,,ენმ"-ს განცხადება

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" გმობს წალკაში დღეს ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, მყისიერად მოხდეს ფაქტის გამოძიება. 

,,ენმ" ვარაუდობს, რომ მედიის მიმართ ძალადობა წახალისებულია ხელისუფლების მიერ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია" გმობს წალკაში, სოფელ წინწყაროში, ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასული ტელეკომპანია "ტვ პირველის"  ჟურნალისტზე ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ  პაპუნა ხაჩიძეზე გამგებლის ბიძის, გოჩა აფრასიძის, მხრიდან ფიზიკურ ძალადობას.
რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებსა და ოპერატორს. ასევე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტს.  ამავე ტელეკომპანიის კორესპოდენტს დაემუქრა და აშანტაჟებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. 
არსებული ტენდენცია, რაზეც საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც და საგამოძიებო უწყებების გულგრილობა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული. 
მოვითხოვთ, სასწრაფოდ აღსრულდეს კანონი თავდამსხმელების მიმართ და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია მედიაზე თავდასხმა. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმინობის თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა.  მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება - ნათქვამია განცხადებაში.

წალკის სოფელ წინწყაროში დღეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფლის გამგებლის ბიძამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აპარატურა დაუზიანა. 

მსგავსი სიახლეები