თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - კახა კალაძის განცხადება

30.06.21 21:31
თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - კახა კალაძის განცხადება

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. 

"ქართული ოცნების" წევრი დარწმუნებულია, რომ დამნაშავე დაისჯება: 

სამწუხაროა, რომ  მიწევს  გამოვეხმაურო  ისეთ  მძიმე  ფაქტს, როგორიც  არის  მედიაზე  თავდასხმა  და  ჟურნალისტების  პროფესიულ  საქმიანობაში  ხელისშეშლა.  ძალადობა,  დაპირისპირება,  კრიტიკული  აზრის  მიუღებლობა  ხელს  უშლის  ჯანსაღი  საზოგადოების  ჩამოყალიბებას  და  აფერხებს  ქვეყნის  დემოკრატიულ  განვითარებას. 
მედიის  თავისუფლება  არის  ის  ღირებულება,  რითაც  სამართლიანად  ამაყობს  საქართველო  და  არავის  მივცემთ  უფლებას,  ამ  ღირებულებას  საფრთხე  შეუქმნას.
წალკის  მუნიციპალიტეტში  მომხდარ  შემთხვევაზე  გამოძიება  დაწყებულია  და  დარწმუნებული  ვარ,  დამნაშავე  პირი  სათანადოდ  დაისჯება"- წერს კალაძე. 

წალკის სოფელ წინწყაროში დღეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფლის გამგებლის ბიძამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აპარატურა დაუზიანა.