რაში დახარჯავს თბილისის მერია 2023 წელს აუთვისებელ მილიონებს? - საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

20.02.24 20:43
რაში დახარჯავს თბილისის მერია 2023 წელს აუთვისებელ მილიონებს? - საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

 

 

რაში დახარჯავს თბილისის მერია 2023 წელს აუთვისებელ მილიონებს? ის, რაც გასულ წელს ვერ დახარჯეს, ახალ ბიუჯეტში გადმოაქვთ, თუმცა ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ეს დედაქალაქის მერს წინასაარჩევნოდ სჭირდება. პარტაქტივის დასაქმება და მხარდამჭრებების გულის მოგება - ოპოზიცია ფიქრობს, სწორედ ეს დანიშნულება ექნება ბიუჯეტში მობილიზებულ დამატებით 200 მილიონს.

საკრებულოს მორიგი ხმაურიანი სხსდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უმრავლესობა თავდასხმებით პასუხობდა. ვითარება სხდომაზე რამდენჯერმე დაიძაბა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები