თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - ნინი ელიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

30.06.21 20:17
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - ნინი ელიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა "პირველების" რეპორტიორის, ნინი ელიკაშვილის გამოკითხვა წალკის პოლიციაში. "ტვ პირველის" ჟურნალისტი, დეტალურად აწვდიდა ინფორმაციას პოლიციას დღეს მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტებს, გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

დაკითხვიდან გამოსული ჟურნალისტი ამბობს, რომ დაუცველად მაშინ იგრძნო თავი, როცა ფაქტის შემსწრე პოლიციის თანამშრომლებმა ძალადობის აღკვეთა  ვერ შეძლეს. 

წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.  

უცნობია, როდის დაკითხავენ ადგილობრივ ფეოდალს, გიჩა სფრასიძეს, რომელაც სოფელი მიწის ნაკვეთებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში ამხელს. 

მსგავსი სიახლეები