კობახიძე: ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ვეტინგი არის მიუღებელი
ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ვეტინგი არის მიუღებელი - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრის დროს სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავლად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა საქართველოში, მიუღებელია.
კობახიძე ამბობს, რომ ვეტინგის შეთავაზებით ოპოზიციის მიზანია, რომ მართლმსაჯულების სისტემაზე კონტროლი მოიპოვონ.
საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი, ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მითუმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში - არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ვეტინგი არის მიუღებელი.
მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული 2004 მწლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ მათ ამ პროცესის დაწყებვა. ასეტი პროცესები გამოიყნეება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, იმისთვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რასაც არ დავუჭერთ მხარს,“ - ამბობს კობახიძე.