ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას "ოცნება" ოპოზიციის მხრიდან "სასამართლოს ხელში ჩაგდების" საფრთხედ ხედავს

23.02.24 17:02
ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას "ოცნება" ოპოზიციის მხრიდან "სასამართლოს ხელში ჩაგდების" საფრთხედ ხედავს

სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას მმართველი პარტია ოპოზიციის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობად აფასებს.

უკვე მეორე დღეა, მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ვეტინგის სისტემა მათთვის მიუღებელია და ამის დანერგვით ოპოზიცია სასამართლოს "ხელში ჩაგდებას" ცდილობს.

სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა იმისთვის, რომ რაღაც საქმე გააკეთონ და წარმატებით დაასრულონ, ბოლომდე შემდგარი არ უნდა იყოს და ასეთი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს.
მიუღებლობა არის აგრეთვე იმის გამო, რომ ენმ-ს, მის პატრონებს, მის დანაყოფებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა. ეს ვეტინგიც იმიტომ მოიგონეს, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ ნაცმოძრაობის გავლენის ქვეშ იქნება, მაშინვე გაჩერდებიან და შეაფასებენ დადებითად,“ - ამბობს მდინარაძე.

 

მსგავსი სიახლეები