პუტინის ინიციატივით დაარსებული ორგანიზაცია თბილისში კონფერენციის ჩატარებას გეგმავს
ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დაარსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში "დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის" - OpenTalks.AI ჩატარებას გეგმავს.
ინფორმაცია და დეტალები ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ორგანიზაციის ვებგვერზეა გამოქვეყნებული. ფორუმის ჩატარება 6-7 მარტს იგეგმება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება Pullman Axis Towers Tbilisi-ში ჩატარდება.
ღონისძიების პარტნიორებს შორის რამდენიმე სანქცირებული კომპანია, მათ შორის VTB ბანკი, SberBank-ი და MegaFon-ი, ასევე მობილური ოპერატორი - Rostelecom.
კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL 2024 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღის განმავლობაში 4 მიმართულება იქნება - ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები წლევანდელი განხილვის საკითხია ხელოვნური ინტელექტი", - წერს ორგანიზაცია.
Сколково პუტინის ინიციატივით 2010 წელს დაარსდა.