"ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს" - პრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ისევ საუბრობს
როგორ ემზადება რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩასარევად? - საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის, Sky News-ის ეთერში საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე ილაპარაკა.
პრეზიდენტმა პირველად თქვა რომ მოსკოვი შეეცდება, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.
"მარგინალური ჯგუფების დაფინანსების უკან რუსეთის ფედერაცია დგას" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-ის ინტერვიუში.
პრეზიდენტს უკვე რამდენიმე კვირაა, მთავარი პოლიტიკური გზავნილი აქვს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობს, რომ რუსეთი საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში ჩარევას აპირებს - "ეს საფრთხეა და ყურადღება უნდა მიაქციონ" -ამბობს პრეზიდენტი.
რამდენიმე საათში უკვე პრეზიდენტი სიტყვით "ჩეთემ ჰაუსში" გამოვა, აქაც მთავარი თემა რუსეთია.
Sky News-ის ითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა ისევ აქვს, პრზიდენტი დადებითად პასუხობს. მისი თქმით, რუსეთი საქართელოზე კიბერშეტევებს, ჰიბრიდულ ომს და ეკონომიკურ ზეწოლას ისევ ახორციელებს.
ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს, - თქვა პრეზიდენტმა.