ჩააბარებს თუ არა კეთილსინდისიერების ტესტს? - ლევან მურუსიძის პირველი კომენტარი
სასამართლო კლანის სანქცირებული ბოსი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოჩნდა. ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ არასამთავრობო სექტორს სასამართლო სისტემიდან მისი და სხვა მოსამართლეების გაყრა უნდა. საქმე ეხება ე.წ. ვეტინგის სისტემას, რომლითაც მოსამართეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს.
მურუსიძე ირწმუნება, რომ მესამე სექტორს სასამართლოს დაკომპლექტება საკუთარი კადრებით უნდა, რაც არამიზანშეწონილია, რადგან ისინი მიკერძოებულები არიან.
მე პრობლემა, ზოგადად, არ მაქვს და ამას იძახიან, რომ არ ეხება ყველა მოსამართლეს. რეალურად, ეხება ყველა მოსამართლეს. უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს. მიზანი არის ერთადერთი: რეალურად, მთელი სასამართლო სისტემიდან გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ის მოსამართლეები, რომელიც მათთვის მისაღებია და ეცადონ დააკომპლექტონ იმ მოსამართლეებით, მაგალითად, არასამთავრობო სექტორიდან, რომლებსაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ნული და შესაბამისად, მზად არიან, დონორების ყველა დავალება შეასრულონ. ხდება ჩემი დემონიზირება, წინასწარ გამომაცხადეთ დამნაშავედ, - ამბობს მურუსიძე.