ჩარევები არ "მოსულა" - პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

06.03.24 22:22
ჩარევები არ "მოსულა" - პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისი დისკრეციული უფლება და ამას საზღვარგარეთ ვიზიტების დროსაც ხშირად უსვამს ხაზს. 

პრეზიდენტმა ქართულ მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ "მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები". 

"ჩარევები არ "მოსულა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება,  ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ "მოსულა". ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, “მაგრამ” არ არსებობს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი წინადადება არ ყოფილა "არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”. 

მსგავსი სიახლეები