მოსამართლის მილიონიანი სახლი - საიდან ამდენი ფული? (ფოტოები)

09.03.24 20:54
მოსამართლის მილიონიანი სახლი - საიდან ამდენი ფული? (ფოტოები)

გიორგი მიქაუტაძის გასაოცარი რეზიდენცია წავკისში - თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე აშენებული 493 კვადრატული მდიდრული სახლი, 2000 კვადრატული მეტრი ეზოთი, საცურაო აუზით, შადრევნით და კალათბურთის სათამაშო მოედნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის.  

წავკისში, მდიდარი ქართველების უბანში, ახალმოსახლეობას, მოსამართლე მალე იზეიმებს. ფეშენებელური სახლის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ახლა მუშები  ბოლო დეტალებს გადიან. გავლენიანი მოსამართლის რეზიდენციის მხოლოდ მშენებლობის და მიწის ხარჯი თითქმის მილიონს აღწევს.  

  • გიორგი მიქაუტაძეს 710 ათას 500 ლარი სახლის ასაშენებლად დასჭირდა, დაახლოებით 250 ათასი ლარი კი მოსამართლემ მიწაში გადაიხადა.  

როგორ შეიძლება მოსამართლე გახდეს მილიონიანი ქონების პატრონი?

  • გიორგი მიქაუტაძე მანტიას 2012 წლიდან ატარებს. მას საჯარო სამსახურის გარდა სხვაგან არასდროს უმუშავია. 2012 წლამდე იყო პროკურორი, 2012 წლიდან კი მოსამართლეა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა მისი მეუღლე, მაია კვირიკაშვილიც. 
  • გიორგი მიქაუტაძის ხელფასი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 11 ათასი ლარია, ოღონდ ხელფასი მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაეზარდა. მისი მეუღლე კი თვეში 7 ათას 126 ლარს იღებს.

ასეთი მაღალი ანაზღაურების პირობებშიც კი კითხვები ჩნდება, მილიონიანი სასახლის აშენებასთან დაკავშირებით. მილიონამდე მხოლოდ მშენებლობა რემონტი და მიწა ჯდება, ეზოს მოპირკეთება, სახლის მოწყობა კიდევ დამატებით ხარჯი იქნება.  

გავლენიანი მოსამართლის სახლის გადაღების დროს, "შაბათის ეთერის" კამერის ობიექტივში, რამდენიმე საინტერესო დეტალი მოხვდა -  ჭაღი, რომელიც "შაბათის ეთერმა"  გადაიღო, ცნობილი დიზაინერის, მაიქლ ანასტადიადისის ქმნილების იდენტურია.

მოსამართლე ამტკიცებს, რომ მხოლოდ წელს ნახევარ მილიონამდე შემოსავალი მიიღო. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ხელფასი არ არის, დეკლარაციაში წერია, რომ თანხის ნაწილი პენსიონერმა დედამ აჩუქა, წელს 50 ათასი დოლარი შარშან 100 დოლარი. 

მოსამართლის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით დედა,  დარეჯან თავართქილაძე, სააქციო საზოგადოება "ბახტრიონის" აქციონერი და კონსულტანტია, როგორც კონსულტანტს მას თვეში 5000 ლარს უხდიან, როგორც აქციონერმა 17 ათასი ლარი მიიღო თვეში.  

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - მოსამართლის დედა აქციების მფლობელი წლებია, თუმცა შვილს დიდი ფულს მხოლოდ მას ბოლო ორი წელია მას შემდეგ სჩუქნის რაც მან ფეშენებელური სახლის მშენებლობა დაიწყო. 

გიორგი მიქაუტაძე "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მის ქონებასთან დაკავშირებით დასმული კითხვები უსაფუძვლოა.  რადგან დახარჯული ფულის და მიღებული შემოსავლის ყველა დეტალი ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.  

150 ათასი დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან,  გაყიდა ორი სახლი, ერთი 45 ათასად, მეორე კი 35 ათას დოლარად. ეს თანხა მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს მოახმარა, დანარჩენი კი 280 ათასი ლარი ბანკიდან სესხად აიღო.

 

მოსამართლის მილიონიანი სახლი - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები