არასამთავრობოებმა აშშ-ს იმედები გაუცრუეს... შესაძლოა, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი - პრემიერი

12.03.24 11:13
არასამთავრობოებმა აშშ-ს იმედები გაუცრუეს... შესაძლოა, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი - პრემიერი

პრემიერი ამტკიცებს, რომ აშშ-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ძირითადად, მესამე სექტორს ხმარდება და ბიუეჯტის შემცირების მიზეზებიც სწორედ მათ უნდა მოვკითხოთ. ირაკლი კობახიძის თქმით, არასამტავრობოებმა ამერიკას იმედები გაუცრუეს. 

ვერ გეტყვით [რატომ შემცირდა], ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშან წინ. შესაძლოა, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, - თქვა პრემიერმა.

შტატები  საქრათველოს ფინანსურ დამხარებას უმცირებს. ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორისგან 2025 წელს  8 მილიონით ნაკლებ დოლარს მიიღებს. გადაწვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო და დოკუმენტი დასამტკიცებულად კონგრესააც გადაუგზვანა. შტატბის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარება წლების განმავლობაში 88 მილიონი იყო. ახლა თეთრმა სახლმა ეს თანხა 80 მილიონმადე შემცირა. ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ ეს ფული ქვეყანამ მედია გარემოს გუმჯობესებას ,კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მთავრობის ზედამხედველობის გაძლიერებსითვის უნდა გამოიყენოს.
 

მსგავსი სიახლეები