სისტემას პატიმარი საკანში მოუკვდა - ოჯახი სამართალს ეძებს

16.03.24 20:28
სისტემას პატიმარი საკანში მოუკვდა - ოჯახი სამართალს ეძებს

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ კადრებში ექიმები, გლდანის ციხის ადმინისტრაცია და თანამესაკენები 45 წლის ლევან ხიდაშელის  გადარჩენას ცდილობენ, თუმცა პატიმრის შველა,  ვეღარავინ შეძლო.

ხიდაშლის დედა "მელაძის შაბათისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ  ძალოვანი უწყების გულგრილობამ ახალგაზრდა კაცს  სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც მძიმე ფსიქიკური  აშლილობის მიუხედავად არა ფსიქიატრიულ კლინიკაში არამედ ციხეში გაუშვეს. არ გაითვალისწინეს არც მისი უმძიმესი დიაგნოზი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ციალა ხიდაშელს ერთადერთი შვილის გარდაცვალების ამბავი გლდანის ციხიდან 2023 წლის 7 ივლისს, მშუაღამეს  შეატყობინეს. ამ დროს ლევან ხიდაშელი ქალის მიმართ  მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ბრალდებით  17 დღის დაკავებული იყო.

ყველაფერი კი 20 ივნისს დაიწყო, როდესაც ხიდაშელების სახლში მოულოდნელად  ქალაქის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი კაცის დაკავების სპეცოპერაცია დაიწყეს. 

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, დაკავების დროს მისი შვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან წლების განმავლობაში  ლევან ხიდაშელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში  იყო რომ სახლიდან დამოუკიდებლად არ გასულა, საკვებსაც კი მხოლოდ დედის დახმარებით იღებდა და  ბანაობასაც კი ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი სამედიცინო დოკუმენტებთან ერთად ქალმა პოლიციას აჩვენა, თუმცა არ დაუჯერეს.

  • ლევან ხიდაშელის  დიაგნოზი 19 წლიდან  შიზოტოპიური აშლილობაა. ამ დაავადების სიმპტომები  პანიკური შეტევები, აკვიატება, სოციალური იზოლაცია, სიკვდილი  შიში და შფოთვაა. 

კაცი ინდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ პოლიციამ ის დამოუკიდებლად წინასწარი მოთავსების  იზოლატორშიც კი ვერ გადაიყვანა და მისი ეტაპირება დეიდასთან ერთად მოხდა.

ამ გარემოებების მიუხედავად ლევან ხიდაშელი  გაასამართლეს. პროკურატურა სასამართლოს  პროცესზე პრაქტიკულად უუნარო კაცზე  ამტკიცებდა, რომ თუ არ დააპატიმრებდნენ, ის მიიმალებოდა და მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენდა. მოსამართლე დავით მგელიაშივლმა კი კაცს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. ადვოკატი ვარაუდობს რომ მგელიაშივლმა საქმე არ წაიკითხა და ბრალეულის მდგომარეობა ვერ შეაფასა.

სამარტოოდან ლევან ხიდაშელი პირდაპირ  გლდანის ციხეში გადაიყვანეს - ადამიანი, რომელსაც მარტოობის შიში ჰქონდა, რატომღაც ჯერ დეესკალაციის ოთახში მარტო გამოკეტეს, მეორე დღეს კი  საკანში შეასახლეს. ამ დროს  პროკურატურამ უკვე იცოდა, რომ ლევან ხიდაშელის ჯანმრთელების  მდგომარეობა უმძიმესი იყო. 

გარდაცვლილი ლევან ხიდაშელის საქმის პროკურორი, ლაშა გამყრელიძე "შაბათში ეთერთან" ინტერვიუში არ უარყოფს რომ სხდომათა დარბაზში შესული ლევან ხიდაშელის მდგომარეობა  იმდენად მძიმე იყო, რომ ეჭვები მის შერაცხადობასთან დაკავშირებით თავადაც გაუჩნდა. ამ მიზეზით  გადაწყვიტა, საგამოძიებო  უწყებამ დაკავებიდან მეორე დღეს ხიდაშელისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. ამ დროს გამოძიებას დაკავებულის დედის ჩვენებაც ჰქონდა, რაც კაცის უუნარობას კიდევე ერთხელ ადასტურებდა.

დაგდინდება, რომლითაც 21 ივნისს პროკურატურამ  მძიმე მდგომარეობაში  მყოფი დაკავებულისთვის  ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა  "შაბათის ეთერმა მოიპოვა.

  • ფაილებიდან დგინდება, რომ დოკუმენტის მისატანად დიდუბიდან ექსპერტიზის ბიუროში,  რომელიც დიღომში მდებარეობს ზუსტად 7 დღე დასჭირდათ. არადა ამ დროს ლევან ხიდაშელის მდგომარეობა ციხეში ყოველ წუთიერად მძიმდებოდა, ის თანამესაკნეებთან სრულად იზოლირებული იყო. 

დასტურდება, რომ საგამოძიებო უწყებას 26 ივნისს, ამ დოკუმენტით ლევან ხიდაშელის ექსპერტიზაზე გადაყვანა პენიტენციურ სამსახურს დაევალა, თუმცა სასამართლო  გადაწყვეტილება, არც რატი ბრეგაძის უწყებამ აღასრულა. 

მძიმე მდგომარეობაში მყოფი  პაციენტი  პრიორიტეტი არც  პენიტენციური სამსახურისთვის  აღმოჩნდა. 

საბოლოოდ, ლევან ხიდაშელი "შაბათის ეთერის" მირ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 3 ივლისს ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ბიუროში მისულმა   პატიმარმა კი  ექიმებს შემზარავი რეალობა მოუყვა.

  • ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, ლევან ხიდაშელი სამხარაულის ბიუროდან უკან გლდანის ციხეში დააბრუნეს და ისევ საკანში გამოკეტეს.
  • დედა ამბობს, რომ დღეების განმავლობაში  ის საკვებს საერთოდ  იღებდა და უმძიმეს  მდგომარეობაში იყო, ითხოვდა კლინიკაში  გადაყვანას, თუმცა არავინ უსმენდა.

ასეთ მდგომარეობაში 45 წლის კაცმა 17 დღე გაატარა -ტრაგედია კი 54 -ე საკანში 7 ივლისს ექვს საათზე დატრიალდა. 

ლევან ხიდაშელის ისტორიას უფრო ტრაგიკულს მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარებული მოვლენები ხდის - 45 წლის პატიმრის სიკვდილის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა ის, რასაც ოჯახი და თავად ბრალდებული ამტკიცებდნენ და არავინ მოუსმინა - ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა რომ - ხიდაშელი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო - მისი  ციხეში იზოლაცია კი დაუშვებელი.

  • ამ გარემოების გამო ლევან ხიდაშელის დედა  და ადვოკატები პენიტენციური სამსახურის მედპერსონალის, ციხის ადმინისტრაციის, პროკურორების, მოსამართლის  და გამომძიებლების დასჯას ითხოვენ.
  • იურისტები ამბობენ, რომ 45 წლის პატიმარი სისტემის გულგრილობას შეეწირა. ამის დამტკიცებას კი ევროსასამართლოში  აპირებენ.

საკანში გარდაცვლლი პატიმარი - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი 

მსგავსი სიახლეები