ივანიშვილის მთავრობა აცდენილია ქვეყნის რეალობას - ჩიხლაძე
"ივანიშვილის მთავრობა აცდენილია ქვეყნის რეალობას", - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
მან აღშფოთება გამოთქვა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ქართველი ოლიგარქის პარტია საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და კლეპტოკრატიით გამოირჩევა.
როდესაც ერთი მხარე მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს და მეორე მხარე ფორმალური გამონათქვამებით შემოიფარგლება, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრიც, მინისტრები, მთავრობა რეალობას არიან აცდენილები. ხალხი საუბრობს თავის საჭიროებებზე, ჩვენი პარტნიორები გველაპარაკებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს გაჭირვება დასრულდეს, რეფორმა განხორციელდეს, დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ევროპის ბაზარს და ამ დროს, "ქართული ოცნება" მთლიანად აცდენილია რეალობას. ისინი გამოდიან და გვეუბნებიან, რომ საქართველოში ადამიანებს არ უჭირთ", - ამბობს ჩიხლაძე.