პრეზიდენტი დღეს ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს - ზურაბიშვილი სასახლეში კობახიძესაც ეპატიჟება
პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს - შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ცერემონიალზე საქართველოს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც ეპატიჟება. სპორტსმენი ორდენზე სწორედ კობახიძემ და პაპუაშვილმა წარადგინეს.
"საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.
პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.