"EU-ში გაწევრიანების პერსპექტივები ბუნდოვანია, სანამ ივანიშვილი კულისებიდან გავლენას ინარჩუნებს" - კვლევა

21.03.24 13:17
"EU-ში გაწევრიანების პერსპექტივები ბუნდოვანია, სანამ ივანიშვილი კულისებიდან გავლენას ინარჩუნებს" - კვლევა

საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება - ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.ჩვენს ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია. 

უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი,  როპგორც არაფორმალური მამრთველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს,  საქართველოსთვის  ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება. 

დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა - წერენ კვლევის ავტორები. სასამართლო, კორუფცია და კანონის უზენაესობა  - ეს ის მიმართულებებია, რომელშიც მიუკერძოებელი საერთოშორისო ექსპერტების დასკვნით, ქვეყანას პრობლემები აქვთ.

პოლიტიკური პოლარიზაციის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩამოაყალიბოს უფრო ინკლუზიური და სამოქალაქო საფუძველი მისი სახელმწიფოებრიობისთვის, განსაკუთრებით მისი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ქვეყნის საერთაშორისო პოზიცია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ერთგულებასთან ევროპული ღირებულებებისადმი, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ღირებულებები, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშაა.   მოსამართლეების ერთპიროვნულად დანიშვნით, "ქართული ოცნება" ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამძიმებდა ისედაც მძიმე პოლიტიკურ ლანდშაფტს. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს მთავრობაზე საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე.  მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მისმა ყველა მემკვიდრემ შეინარჩუნა მასზე დამოკიდებულება. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები  ბუნდოვანია, სანამ ივანიშვილი კულისებიდან გავლენას ინარჩუნებს", - წერია დოკუმენტში. 

კვლევაში მოყვანილ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

სამწუხაროა, რომ დემოკრატია საქართველოში სულ უფრო დაბალ ნიშნულზე ეცემა და სამწუხაროა, რომ ასევე კანონის უზენაესობის სტანდარტი არის მძიმე ნიშნულზე, ასევე სამწუხაროა, რომ ეს სტანდარტი არ უმჯობესდება და ამისთვის არაფერი არ კეთდება, მათ შორის სასამართლოს რეფორმის მიმართულებით. ამიტომ არის საჭირო სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - ამბობს "ევროოპპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ოცნებაში" კი თავს იმართლებენ და კვლევის შედეგებს არ აღიარებენ.

აბსოლუტურად მიუღებელია ეს მონაცემები ერთადერთი რამის გამო, რაც აქ არის წარმოდგენილი, რომ ყველა სხვა კვლევაში საქართველო პოზიციებს იმყარებს და თურმე რაღაცა კვლევა არის, სადაც საქართველო 2006 წელთან შედარებით უარეს მდგომარეობაშ არის. მაშნ 2006 წელს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მაინც, თუკი მაშნ უკეთესი მდგომარეობა იყო?"- აცხადებს გივი მიქანაძე.

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი საქართველოს 2004 წლიდან აკვირდება და სწავლობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. 

მსგავსი სიახლეები