დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში - ირაკლი კობახიძე

21.03.24 13:29
დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს პარლამენტში. 

"ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ - ის თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე"- უთხრა მან მედიას. 

 გასაგებია რისთვის ემზადება ოპოზიცია. იციან, რომ აგებენ არჩევნებს, თან ძალიან მძიმედ აგებენ. ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. ასეთ პირობებში თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ოპოზიცია ერთადერთ რამეზე - ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა და ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები