თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს - პრემიერი აშშ-სგან უვიზო მიმოსვლას ითხოვს

21.03.24 14:23
თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს - პრემიერი აშშ-სგან უვიზო მიმოსვლას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატებისგან უვიზო მიმოსვლას ითხოვს - კობახიძე მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის უვიზო ავიარეისები, ხალხების დაახლოებას განაპირობებს.

პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება დადებით შედეგს გამოიღებს.

რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები