ერთმანეთში ვერ იყოფენ თანამდებობას - პრემიერი მელია - გვარამიას წინააღმდეგ
პრემიერ-მინისტრის სამიზნე დღეს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პარტია გახდა - კობახიძემ "ახალს " 2%-იანი პარტია უწოდა და თქვა, რომ მათ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ:
როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი, - ამბობს მოქმედი პრემიერი.
კობახიძე ამტკიცებს, რომ მელია-გვარამიას „შიდა კინკლაობა“ აქვთ.
"ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მე მგონია, არავისთვის არ არის საინტერესო“,- განაცხადა კობახიძემ.