"ლელომ" გორში ოფისი გახსნა

21.03.24 15:44
"ლელომ" გორში ოფისი გახსნა

პარტია "ლელომ" გორში ოფისი გახსნა - ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი დღეს შიდა ქართლშიც ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

პარტიაში ფიქრობენ, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რაც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პირობებშია შესაძლებელი.

დღეს გავხსენით გორის რეგიონული ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს ძალიან მაგარი კაცი, ბატონი გელა შარვაშიძე და ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რადგან ბევრი ახალგაზრდა უერთდება ჩვენს მოძრაობას. ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ცვლილებები არის კარზე მომდგარი. ყველას უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მაგრამ ამისთვის საჭიროა სითამამე, თავისუფლებისთვის ბრძოლა, სახლებიდან გამოსვლა და უფლებების დაცვა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები