პუტინის სასამართლომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

26.03.24 12:26
პუტინის სასამართლომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

პუტინის სასამართლომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ TASS-ი მწირ ინფორმაციას ავრცელებს. 

რუსული მხარე ალექსანდრე ინასარიძეზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქემ ტერაქტი განახორციელა. 

„სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა ინასარიძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შერჩევის თაობაზე“, - წერს  TASS-ი წყაროზე დაყრდნობით. 

რას ედავება რუსეთი საქართველოს მოქალაქეს?

  • ალექსანდრე ინასარიძეს რუსეთის პროკურატურა ყირიმის ხიდის აფეთქებაში თანამონაწილეობას ედავება.  ოკუპანტი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქე ტერაქტის თანამონაწილე იყო. რუსეთის მტკიცებით, ალექსანდრე ინასარიძე იმ ტრაილერების კომპანიის მფლობელი იყო, რომლითაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაიტანეს. 

ცნობისთვის, ე.წ. ტერაქტის საქმეზე მანამდე საქმეზე სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი.

კრემლის მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ სულ 8 ადამიანი დააკავა (რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის - 3). 

რუსეთმა  „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რა მოხდა 2023 წლის 8 ოქტომბერს?

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც მისი საავტომობილო ნაწილის ორი ღობე ჩამოინგრა და რკინიგზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.

ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული ვერსია და საქართველო

პუტინის რუსეთში ამტკიცებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ფიგურირებდა სატვირთო, რომელიც ბულგარეთიდან საქართველოში შემოვიდა და სომხეთში განბაჟებული ტვირთი მიჰქონდა. 12 ეჭვმიტანილიდან, რუსეთის განცხადებით, 8 უკვე დაკავებულია, ხოლო კიდევ 4-ს ეძებენ, მათ შორის - საქართველოს 2 მოქალაქეს.

მსგავსი სიახლეები