"გილოცავთ, ჩვენ ვართ ევროპა!" - გულშემატკივრების პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიუკლლი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.
მოსახლეობა თბილისის ქუჩებში ზეიმობს ისტორიულ გამარჯვებას და საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპოიონატზე ისტორიაში პირველად გასვლას აღნიშნავს.
ისეთი გახარებული ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა!
ძალიან მაგარი იყო, გერმანია მოვდივართ, დაგვხვდით!
მე თურქი ვარ, მაგრამ დედაჩემი ქართველია, ბედნიერი ვარ!
მადლობა ბიჭებს და მადლობა ხალხს!
გილოცავთ, ჩვენ ვართ ევროპა!
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.