აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! - ეროვნული ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს
აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! - ეს გზავნილი გაახმოვანეს ეროვნული ნაკრების წევრებმა სცენიდან.
ფეხბურთელები ისტორიულ გამარჯვებას რესპუბლიკის მოედანზე აღნიშნავენ. ეროვნული ნაკრების წევრბმა გულშემატკივართან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.