"ოცნების" დეპუტატის ძმას სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს - ირაკლი ნადირაძე

28.03.24 15:38
"ოცნების" დეპუტატის ძმას  სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს - ირაკლი ნადირაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარის - დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიას, სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ეს თანხა კი, თბილისელების ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას მოაკლდება": 

 “ფაქტია, რომ ამ ქალაქის და ქვეყნის ინტერესები შეჭამა ბიძინა ივანიშვილის კლანის კორუფციამ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა მუშაობს არა ხალხზე, არამედ ერთეულებზე, სწორედაც ასეთი ფაქტები გვაქვს მხედველობაში. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტარის ძმის კომპანიას ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ ცხრა მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა სხვადასხვა პროცედურული აფერისტობით გააკეთეს ისე, რომ ახლა ცხრა მილიონის ნაცვლად გადაიხდის სამ მილიონ ლარს და ეს ექვსი მილიონი ლარი მოაკლდება თბილისელებს, მოაკლდება იმ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას, რომლებიც საკმაოდ მრავლად არის ამ ქალაქსა ამ ქვეყანაში.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ

მსგავსი სიახლეები