მამაჩემს, ოფიციალურ საკუთრებაში, მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს - ღარიბაშვილის აღიარება

31.03.24 15:17
მამაჩემს, ოფიციალურ საკუთრებაში, მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს - ღარიბაშვილის აღიარება

ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მისი პენსიონერი მამა, სინამდვილეში, მილიონიანი კომპანიის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ტარიელ ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება და ბიზნესი ლეგალური გზებით მოიპოვა და პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის დეკლარაციას, "ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მისი დეკლარაცია ყოვეწლიურად მოწმდება და არ არსებობს არვცერთი კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია.

ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, კანონიერი ბიზნესსაქმიანობა. ამის თაობაზე თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფრომაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნეს საქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა იგივე სხვადასხვა საშუალებებით. ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არცერთხელ არცერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, სადაც მე პასუხი არ გამიცია, - ამბობს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები