მეორე სხდომა ბოლო 24 საათში - რას უკავშირდება "ოცნებაში" საგანგებო შეკრება

02.04.24 20:01
მეორე სხდომა ბოლო 24 საათში - რას უკავშირდება "ოცნებაში" საგანგებო შეკრება

 

ოლიგარქის პარტიის საგანგებო შეხვედრა როსტომ მეფის სასახლეში. დღის ბოლოს "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის ოფისში მოულოდნელად დაიბარეს. არადა მსჯელობა "ქართულ ოცნებას" გუშინაც  ჰქონდა. წინასწარ მმართველი პარტია არ ამბობს, რატომ გახდა აუცილებელი ბოლო 24 საათში ზედიზედ ორი შეკრების გამართვა. 

"ქართული ოცნება" ახლა ფაქტია, რომ პანიკურ რეჟიმში მუშაობს. ყოველდღე ოლიგარქის პარტიას ახალ-ახალი თემების გამო უწევს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. "ოცნება" ცდილობს, თუმცა პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში საკუთარ რელსებზე ვერ გადაჰყავს. ხალხს გამოგონილ პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა, ის კი, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ  დღის წესრიგში არ შედის.