"მიზეზი არ ვიცით" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რატომ დაიბარეს სხდომაზე

02.04.24 20:03
"მიზეზი არ ვიცით" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რატომ დაიბარეს სხდომაზე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ზუსტად ერთ საათში დაიწყება - "ქართული ოცნების" დეპუტატები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ რა საკითხზე იკრიბებიან პარტიის ოფისში, მათთვის უცნობია.

დავით მათიკაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, ელიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის ჩართვას. 

სხდომა ჩაინიშნა, მიზეზი არ ვიცით, დავესწრებით და შემდეგ გაგცემთ პასუხს. ჩვენ ველოდებით სხდომას, დავესწრებით და გაგცემთ პასუხს,“ - ამბობს მათიკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა სეფაშვილი ვარაუდობს, რომ ბოლო 24 საათში მეორე შეკრების მიზეზი "სავარაუდოდ, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა" არის.

ოლიგარქის პარტიის საგანგებო შეხვედრა როსტომ მეფის სასახლეში. დღის ბოლოს "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის ოფისში მოულოდნელად დაიბარეს. არადა მსჯელობა "ქართულ ოცნებას" გუშინაც  ჰქონდა. წინასწარ მმართველი პარტია არ ამბობს, რატომ გახდა აუცილებელი ბოლო 24 საათში ზედიზედ ორი შეკრების გამართვა.  სხვა სხდომებისგან განსხვავებით, შეკრების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ გეგმავს ბრიფინგს.