ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენეს

03.04.24 21:50
ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენეს

ძალადობრივი პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერ ზურა მახარაძესა და გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენეს -  ინფორმაცია tvpirveli.ge-ს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. 

საქმის მასალების მიხედვით,  23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.