"ოცნებას“ უნდა, ჩვენი ყურადღება გადაიტანოს პოლიტიკიდან ქუჩაში - ყურუა
„ქართულ ოცნებას“ უნდა, ყურადღება ჩვენი გადაიტანოს პოლიტიკიდან ქუჩაში და ისევ გვაძახებინოს მხოლოდ ის, რომ ისინი არიან რუსები“, - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა აკეთებს.
ბორის ყურუა დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალის ინტერესშია, რომ ახლა ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს.
„ქართულ ოცნებას“ უნდა, ყურადღება ჩვენი გადაიტანოს პოლიტიკიდან ქუჩაში და ისევ გვაძახებინოს მხოლოდ ის, რომ ისინი არიან რუსები და გადაიტანონ ყურადღება იმ რეალური პრობლემებიდან, რომლებიც არის ქვეყანაში, აღარ ვილაპარაკოთ სიღარიბეზე, აღარ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, ვილაპარაკოთ უბრალოდ, როგორი რუსები არიან - იმაზე, რაც ისედაც იცის მოსახლეობამ,“ - ამბობს ყურუა.