უნდათ, რომ იყვნენ ზივზივაძეები, მამარდაშვილები, კვარაცხელიები და არიან ზარქუები, მდინარაძეები და კობახიძეები - მეტრეველი

04.04.24 21:48
უნდათ, რომ იყვნენ ზივზივაძეები, მამარდაშვილები, კვარაცხელიები და არიან ზარქუები, მდინარაძეები და კობახიძეები - მეტრეველი

„აქეთ ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გაამგზავრეს საქართველო და ესენი კიდევ კრემლისკენ მიაქანებენ ქვეყანას. ძალიან უნდა ამ კოლექტიურ მდინარაძეს, რომ გახდეს ზივზივაძე, მაგრამ არ გამოსდის,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი აკეთებს და პარლამენტში რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

დეა მეტრეველის თქმით, „ოცნებას“ საარჩევნოდ ამომრჩევლისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და რუსული კანონი შემოაბრუნეს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მათ თავიანთი ამომრჩევლებისთვის აღარაფერი აქვთ სათქმელი, მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ სიტყვას ფასი არ აქვთ, მათ ოჯახის წევრებიც კი არ ენდობიან დაპირებებში, მათ კანონებს ღირებულება არ აქვთ. ამ მხრივ არიან სუსტ პოზიციებში, ყველამ იცის, რომ ეს არის პრორუსული ძალა. არჩევნების წინ არიან გაკოტრებულები.
გულისამრევია და მეორე მხრივ, მძიმე და სევდიანი საყურებელია ამ ოცნების ლიდერი პატარა კაცების გამოსვლების ყურება, ორიენტაცია აქვთ არეული, ვერ ყალიბდებიან რა უნდათ ცხოვრებაში, უნდათ, რომ იყვნენ ზივზივაძეები, მამარდაშვილები, კვარაცხელიები და არიან ზარქუები, მდინარაძეები და კობახიძეები.
ძალიან უნდა ამ კოლექტიურ მდინარაძეს, რომ გახდეს ზივზივაძე, მაგრამ არ გამოსდის და სრულიად გაკოტრებული ოცნება ცდილობს, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალის დემონსტრირება აჩვენოს და მიდის ვა-ბანკზე, შემოაგდეს რუსული კანონი ნომერი 2, რომელსაც სავარაუდოდ, კიდევ მოჰყვება ბევრი სხვა მავნებლური კანონი,“ - ამბობს დეა მეტრეველი.

 

მსგავსი სიახლეები