შიშით ნაკარნახევი - კაკაბაძე რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

04.04.24 21:55
შიშით ნაკარნახევი - კაკაბაძე რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

„ეს არის შიშით ნაკარნახევი“ - ასე ხსნის „რეაქციაში“ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას „დროას“ წევრი თამარ კაკაბაძე. 

თამარ კაკაბაძის თქმით, არაერთი საკითხი იყო, რაზეც "ოცნებას" თავის მართლება უწევდა, მათ შორის ხიდაშელის სკანდალს - შეხვედრას „ქართული ოცნების“ დეპუტატ გია ვოლსკისთან და ოკუპირებულ აფხაზეთზე საუბარს. 

ბოლო პერიოდში ქართულ ოცნებას უწევდა ბევრ თემაზე თავისმართლების პოზიციაში ყოფნა, მაგალითად, თქვენს ეთერშიც არაერთი საკითხი ყოფილა ხმის უფლების შესახებ ემიგრანტებისთვის და ისინი მუდმივად თავს იმართლებდნენ და ვერ ასაბუთებდნენ, რატომ არ ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს ხმის უფლება საპარლამენტო არჩევნებზე, იგონებდნენ აბსურდულ ტყუილებს. 
ჩვენთვის გამოწვევა არის 26 ოქტომბერი - ჩვენ აღარ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება დარჩენილ დროში რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს, დარწმუნებული ვარ პროტესტი იქნება ქუჩაშიც და რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება - ეს არ იქნება არჩევანი ცუდ და უკეთეს ხელისუფლებებს შორის, ეს იქნება რეფერენდუმი - რუსეთი თუ ევროპა,“ - ამბობს კაკაბაძე.

 

მსგავსი სიახლეები