ხელისუფლება დაშანტაჟებულია კლანისგან - სოლომონაშვილი

04.04.24 22:11
ხელისუფლება დაშანტაჟებულია კლანისგან - სოლომონაშვილი

„ახლა რეალურად შევდივართ უსერიოზულეს ბრძოლაში, რაც 1921 წელს ხდებოდა, სამწუხაროდ, ისევ ქართველების ხელით ხდება,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ მწერალი, რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი აკეთებს და რუსული კანონის მეორედ შეტანას პარლამენტში დასამტკიცებლად.

სოლომონაშვილმა „რეაქციაში“ წაიკითხა პუტინის ბრძანებას და პარალელს ავლებს მდინარაძის მიერ რუსული კანონის წარდგენასთან. როგორც სოლომონაშვილი ამბობს, "ოცნება" შეეცდება არჩევნებამდე ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ სხვა აკტერნატივას საზოგადოება ვერ ხედავდეს.

მგონია, რომ ამ კანონის შემოტანა, ლგბტ თემა არის ინსტრუმენტები, იმიტომ, რომ ევროკავშირი მიადგა ერთ ძლიან მნიშვნელოვან საკითხს - მოსამართლეების პრობლემას, აბსოლუტურად მჯერა, რომ რომელიმე მოსამართლეს, რომელსაც 10-მილიონიანი სახლი აქვს, მას პენსიონერმა დედამ მისცა ფული, ძალიან მაინტერესებს პენსიონერმა დედამ საიდან იშოვა ეფ-ეს-ბე-სგან ხომ არ იყო მისული, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი, რასაც გაურბის ხელისუფლება, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ისინი დაშანტაჟებული არიან მოსამართლეების კლანისგან და იციან ერთმანეთის შესახებ ყველაზე მძიმე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და ამის შედეგია ეს,“ - ამბობს სოლომონაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები