არანაირი თანამშრომლობა, (ოპოზიცია) აქამდე უნდა გამოსულიყო - კირთაძე
რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრი თენგო კირთაძე „რეაქციაში“ ეხმაურება და ამბობს, რომ მათი გუნდი ელოდა სამოქალაქო სექტორზე უფრო მეტ თავდასხმას.
კირთაძის თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა არ უნდა დაუშვას შეცდომა და სწორი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს - მაგალითად, სახელისუფლებო ძალასთან არ უნდა ითანამშრომლონ.
ქართული ოცნება არის ერთი ადამიანის ინტერესების მსახური და საკუთარი ფინანსური თუ ოლიგარქიული ინტერესების მსახური. რა დასკვნა გამოიტანეს, ჩვენ შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცით დასავლეთთან მიმართებით, რაღაცები გამოვივაჭროთ - ანუ დასავლეთი არის სუსტი.
მთლიან ოპოზიციურ სპექტრს - საქართველოში ღიად რუსულ ძალას ქვეყნის უმრავლესობას არავინ აირჩევს, ამიტომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს დამსახურებულად რუსული კანონის შემოტანის შემდეგ როგორც იქნა მიეწება ეს იარლიყი, შემდეგ დაუშვა ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო სექტორმა შეცდომა, რომ კანდიდატის სტატუსს დაედო წარმოუდგენელი ფასი - ამიტომ ივანიშვილის ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართული ოცნების პოტენციური მხარდამჭერები, რომლებსაც სურთ დასავლეთში ინტეგრაცია, ისინი დატოვოს სტრატეგიულ ბუნდოვანებაში.
ნებისმიერი არჩევნები ავტოკრატიაში ავტოკრატისთვის არის საფრთხე, მას სჭირდება დემოკრატიის ფასადი, პუტინიც კი ცდილობდა არჩევნებისთვის დაერქვა დემოკრატიული.
არ აკეთებენ დაჩქარებული წესით და ფიქრობენ, რომ აქვთ გაცილებით მეტი შანსი, რომ გაიტანონ. თუ გაიტანენ, აქვთ განცდა, რომ საზოგადოება ისე გადავტეხეთ, არჩევნებში რისკები, რაც არსებობდა დაბალი იქნება,.არანაირი ოპოზიციურ ფორმატში თანამშრომლობა, არანაირი 9 პუნქტზე თანამშრომლობა, (ოპოზიცია) აქამდე უნდა გამოსულიყო, თუ მიიღებს და იქ კიდევ დარჩებიან... “ - ამბობს კირთაძე.