ახლა უფრო მეტნი ვიქნებით! ისევ საქართველო გაიმარჯვებს! - სოფო ჯაფარიძე
"7-8 მარტს, რუსთაველზე დამხვდნენ ჩემი სტუდენტები, მეგობრების შვილები....
ახლა უფრო მეტნი ვიქნებით" - ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სოფო ჯაფარიძე რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ "ოცნების" განზრახვას მოქალაქეები დაუპირისპირდებიან.
7-8 მარტს, რუსთაველზე დამხვდნენ ჩემი სტუდენტები, მეგობრების შვილები....
ახლა უფრო მეტნი ვიქნებით !
წელს ათი ნანა ერთად დაიჭერს საქართველოს და ევროკავშირის დროშას !
ასობით გოგონა იცეკვებს წყლის ჭავლის იმ საშინელ ხმაზე !
პატარა ბიჭები მამებთან ერთად უფრო მეტი შემართებით დადგებიან!
ისევ საქართველო გაიმარჯვებს!!!" - წერს სოფო ჯაფარიძე.