CPJ რუსულ კანონზე: საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას, ღრმად შემაშფოთებელია
რუსული კანონის ხელახლა ინიცირებით "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" შეშფოთებულია. CPJ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილება სრულიად შეუთავსებელია ევროინტეგრაციაზე საქართველოს განაცხადთან.
"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" რუსული კანონის შემოღებას წინასაარჩევნოდ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ...
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „საგარეო აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - აცხადებს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.