"საქართველოში ვირუსია" - თბილისის ქუჩები ახალი საპორტესტო ბანერებით აჭრელდა

05.04.24 11:17
"საქართველოში ვირუსია" - თბილისის ქუჩები ახალი საპორტესტო ბანერებით აჭრელდა

"საქართველოში ვირუსია" - თბილისის ქუჩები ახალი საპორტესტო ბანერებით აჭრელდა. პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წევრები ამ ფორმით რუსული კანონის მეორედ გაცოცხლების მცდელობას აპროტესტებენ. დილიდან დედაქალაქის ქუშებში აქცია-პერფორმანსი იმართება. ახალგაზრდების მიზანია, რუსული კანონის მეორედ მოსვლის პროცესში საზოგადოებას უთხრან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან იმართება და ყველაფერი კრემლის მითითებით ხდება.

ახალგაზრდები ამბებონ, რომ ხელისუფლებას საკუთარი ძალა ერთხელ უკვე აჩვენეს და არც ამჯერად დაუშვებენ, რომ პუტინმა საქართველოში მისი ინტერესები გაატაროს. 

შარშან ჩვენ გავმარჯვეთ ახალგაზრდებმა და ამ წელსაც იგივეს ვაპირებთ. კრემლის ინტერესებს ჩვენ არ გავატარებთ, რა თქმა უნდა და გამოვალთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ საპროტესტო ბანერებს საქართველოს სხვა ქალაებშიც გააკრავენ.  

თბილისის პარალელურად, ჩვენ ამ სტიკერებს გავაკრავთ ბათუმში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, რუსთავში, გორში, მარნეულში და ამით მთელ საქართველოს დავანახებთ, რომ საქართველოში არის ვირუსი, რომელიც მოსაშორებელია და ვფიქრობთ, რომ ეს მთავრობა, რომელიც ემსახურება რუსეთს, არის წურბელა და უნად მოშორდეს საქართველოს, - ამბობს ახალგაზრდა. 

მსგავსი სიახლეები