"კანონპროექტი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის გზას" - სახდეპი "ოცნებას" აფრთხილებს
ვაშინგტონი საქართველოს მთავრობის მოქმედებით შეშფოთებულია. საქმე ეხება რუსული კანონის დაბრუნებას. კიდევ ერთი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გაავრცელა.
დღეს გავრცელებული განცხადება გუშინდელზე გაცილებით მწვავეა. მაღალჩისანი "ტვიტერზე" პირდაპირ წერს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას ჩამოშორდება.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს, - წერს მილერი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.