ჯარი, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერითაა აშენებული, "ოცნების" ლოგიკით უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია - აქუბარდია

05.04.24 12:11
ჯარი, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერითაა აშენებული, "ოცნების" ლოგიკით უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია - აქუბარდია

"ჯარი, რომელიც სრულიად დასავლეთის მხარდაჭერით არის აშენებული, მათი ლოგიკით ასევე უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია, რაც თავისთავად ლოგიკას ცდება" - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია აკეთებს.

აქუბარდიას შეფასებით, ოცნების ინიცირებული კანონი რუსულია, რადგან ის მიზნად ისახავს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას, რომელიც ხალხის საჭიროებებზეა მორგებული და მათი ინტერესების შესაბამისად მუშაობს. 

არ შეიძლება იყოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დევნილებზე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ადამიანების უფლებებზე, ქალთა უფლებებზე და ზოგადად, დემოკრატიაზე მუშაობს, იყოს უცხოური გავლენის თუნდაც ორგანიზაცია და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამ კანონით დასავლეთს ეუბნებიან არას და საკუთრ ხალხს დასავლეთზე ეუბნებიან არას და ამტკიცებს საპირისპიროს.
კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ფინანსური მექანიზმის შემოწმება 6 თვეში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების, საბოლოო ჯამში, აფერხებს ამ ორგანიზაციების მუშაობას იმგვარად, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის აუცილებელი და ჯარი, რომელიც სრულიად დასავლეთის მხარდაჭერით არის აშენებული, მათი ლოგიკით ასევე უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია, რაც თავისთავად ლოგიკას ცდება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

 

მსგავსი სიახლეები