შეიძლება დასრულდეს NGO-ების საქმიანობის აკრძალვით - ბესელია რუსულ კანონზე

05.04.24 12:14
შეიძლება დასრულდეს NGO-ების საქმიანობის აკრძალვით - ბესელია რუსულ კანონზე

რა ნაღმებია "ქართული ოცნების" რუსულ კანონში - ეკა ბესელია ამბობს, რომ ბევრი ისეთი პუნქტია ამ კანონპროექტში, რომელიც სამოქალაქო სექტორის გაჩუმებას და საბოლოოდ, მათი საქმიანობის აკრძალვას ისახავს მიზანად.

ეკა ბესელიას შეფასებით, რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებით "ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

არის საფრთხეები ამ კანონში ისეთი ჩადებული, ბევრი რამ შეიძლება პრაქტიკაში კიდევ უფრო მწვავედ დავინახოთ, რომ არაფრით არ შეიძლება ამ კანონის მიღება. ამ კანონით თავისუფალი სივრცე სადაც დარჩა - ეს არის სამოქალაქო სექტორი - მათი საქმიანობის შეზღუდვის, მათი საქმიანობის დისკრედიტაციის, მათი კანონიერი და ლეგიტიმური წყაროების შეწყვეტის და ბოლოს უკვე მათი საქმიანობის აკრძალვით შეიძლება ეს დასრულდეს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები