"ამოიღეთ პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან" - PACE-ს თანამომხსენებლების მიმართა მთავრობას
ხელისუფლებას რუსული კანონის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები.
კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას პარლამენტის დღის წესრიგიდან მისი ამოღებისკენ მოუწოდებენ.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება - არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან", - განაცხადეს მათ.