სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია "ოცნების" პროპაგანდაში - MDF-ის კვლევა
სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია "ოცნების" პროპაგანდაში - როგორ ცდილობს მმართველი პარტია ქალ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას? "მედიის განვითარების ფონდი" აქვეყნებს ანგარიშს და დაკვირვებას, რომელიც საშიშ პრაქტიკაზე მიუთითებს. მკვლევარებმა შეისწავლეს, როგორ ახდენენ ულტრამემარჯვენე ძალები სიძულვილის ენით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დისკრედიტაციას. ამავე კვლევაზე საუბრის დროს, გავლენიანი ორგანიზაცია ყურადღებას ხელისუფლების წახასილებულ ქმედებებბზეც ამახვილებს.
კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ უმეტესწილად, მსგავის სექსისტური განცხადებები და დეზინფორმაცია რუსული წყაროებიდან ვრცელდება.
მსგავსი გამონათქვამები ხშირად გვხვდება კონსერვატორული და ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან, მაგრამ ბოლო პერიოდშ მმართველი პარტიის მხრიდანაც გვხვდება მსგავსი განცხადებები. სექსისტური, სიძლვილის ენის სამიზნეები არიან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალები, ასევე საზოგადოებრივად აქტიური ქალები, - ამბობენ არასამტავორბო ორგანიზაციაში.
"საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრებისგან მსგავსი ქმედებები პოლიტიკიდან ქალების განდევნას ემსაუხრება.
რაც ოდიშარიასგან ჩვენ მოვისმინეთ, რომელიც აღარც ზრდილობაში ჯდება, აღარც ქცევაში, ჩემთვის ვიძახდიო. პარლამენტი ზოგს ჰარემი ჰგონია, ზოგს საკუთარი სახლი და კუთხე და პრივატული სივრცე ჰგონია. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის რას აკეთებს, მაგრამ "ქართული ოცნება" ებრძვის ქალებს და ცდილობს ქალების განდევნას პოლიტიკიდან, - ამბობს ბაია პატარაია.