"ოცნება" გადაიქცა რუსეთის საელჩოდ საქართველოში! მაინც საქართველო გაიმარჯვებს! - სოფო ჯაფარიძე

05.04.24 14:40
"ოცნება" გადაიქცა რუსეთის საელჩოდ საქართველოში! მაინც საქართველო გაიმარჯვებს! - სოფო ჯაფარიძე

"ოცნება" გადაიქცა რუსეთის საელჩოდ საქართველოში! - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძე "ოცნების" მიერ რუსული კანონის უკან შემობრუნებას.

ჯაფარიძის თქმით, ქართველი ხალხის პროტესტს იზიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და ხელისუფლებას მხარს უჭერს მხოლოდ კრემლი.

ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

მეტი მტკიცებულება რაღა 
საჭიროა - ქართული ოცნება გადაიქცა რუსეთის საელჩოდ საქართველოში! 
ვცხოვრობთ ქვეყანაში,სადაც
- ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ოცნება კი რუსულ კანონს აინიცირებს! 
-  ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს ოჯახებით ემიგრაციაში გაქცევაზე!
- ფასები ყოველდღიურად იზრდება! 
 ამ პირობებში, ქართული ოცნება ამბობს, რომ "რუსული კანონი" საქართველოს სჭირდება! 
ქართველი ხალხის პროტესტს იზიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი....
ხელისუფლებას კი მხარს უჭერს მხოლოდ კრემლი! 
მაინც საქართველო გაიმარჯვებს!!!"- წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები