"ლატვიის პარლამენტმა საკუთარ დეპუტატებს მიხედოს" - ირაკლი ქადაგიშვილი

05.04.24 15:49
"ლატვიის პარლამენტმა საკუთარ დეპუტატებს მიხედოს" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ლატვიის პარლამენტმა საკუთარ დეპუტატებს მიხედოს", - ასე პასუხობს "ქართული ოცნება" ლატვიის პარლამენტის სეიმის წევრის რიჰარდ კოლსის მოთხოვნას, დატოვოს ბექა ოდიშარიამ ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი. ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ თანაგუნდელს კონკრეტული ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მხოლოდ ზოგაად შეიგინა. 

ლატვიის სეიმმა თავის დეპუტატებს მიხედოს. ყველა ადამიანს მოგვსვლია უხეში ფორმით, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც გამონათქვამი. შეიძლება ეს არ ყოფილიყო არავისზე კონკრეტულზე მიმართული, მაგრამ ზოგადი სიტუაციის გამო შეგეგეინებინოს ადამიანს. ეს, რაც თქმა უნდა, არც მისასალმებელია და არც მოსაწონია, ამაზე ხომ არავინ დავობს, - ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ორი დღის წინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.   

მსგავსი სიახლეები