"მოვუწოდებთ "ოცნებას", უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან" - ევროპის 12 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მიმართვა

05.04.24 16:23
"მოვუწოდებთ "ოცნებას", უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან" - ევროპის 12 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მიმართვა

"ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ ევროპის 13 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

საერთო განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიტვის, ლატვიის, ნორვეგიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია თავისუფლებისთვის გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება დემოკრატიის გულს წარმოადგენს და საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ საქართველო ევროპული კომისიის მიერ გაწერილ 12 ნაბიჯს შეასრულებს, რათა შეძლოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ამ ეტაპისთვის კი საქართველოს მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებული.

მოვუწოდებთ მართველ ქართულ ოცნებას უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ველით, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელის შეწყობით. 

ჩვენ გულახდილად გამოვთქვათ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელაც გამოვლენს სერიოზულობასა და ევროპასა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის სურვილს, რომელიც მართულია დასავლური ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებებით. სასწორზე ქართველი ხალხის მომავალია" – წერია განცხადებაში.