გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ - 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარის მიმართვა
მძიმე პარასკევი "ქართული ოცნებისთვის" - 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიონ რუსული კანონი.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიის და კიდევ შვიდი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ფიქრობენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იღებს არის მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას - უთვლიან ნეიტრალური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლებას. ევროპაში ფიქრობენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს დემოკრატიას და გზას ევროკავშირისკენ ძირს გამოუთხრის.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ, როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტისა და დაფინანსების მქონე სექტორის რეპუტაცია.ხაზს ვუსვამთ, რომ მისი ხელახლა ინიციირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის;ამას [რუსული კანონის ხელახლა ინიციირება] აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი"- ნათქვამია განცხადებაში.